სექსოლოგიური დახმარების ფორმები

პროფესორი  ზ. მარშანია წარმატებით აწარმოებს მამაკაცისა და ქალის სექსუალური დისფუნქციების, ასევე მამაკაცის შვილოსნობასთან დაკავშირებული  სხვადასხვა დარღვევების მაღალეფექტურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

კერძოდ ისეთებისა როგორებიცაა:

           

მამაკაცებში

  • ფსიქოგენური ფაქტორებით განპირობებული ერექციის დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • შაქრიანი დიაბეტით განპირობებული ერექციული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • მეტაბოლური სინდრომით განპირობებული ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (ადრე გამოიყენებოდა ტერმინი – პროსტატის ადენომა) განპირობებული ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სისხლძარღვოვანი წარმოშობის ერექციული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • წარუმატებლობის მოლოდინის სინდრომით“ განპირობებული ერექციის დარღვევების და „პირველი ღამის პრობლემების“ დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ნაადრევი ეაკულაციის (სპერმის დანთხევა ერთ წუთზე უფრო მალე) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ეაკულაციის გაძნელების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • პროსტატის ტრანსურეთერალური რეზექციისა თუ რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ განვითარებული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა.
  • ანეაკულატორული სინდრომის ანუ ეაკულაციის შეუძლებლობის (ფსიქისექსუალური განვითარების შენელების – დებიუტანტური ფორმების დროს) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • მამაკაცის ხნოვანობის სინდრომით, ინვოლუციური და სხვა ენდოკრინული ფაქტორებით განპირობებული სექსუალური დისფუნქციები დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰეპატიტი “C”-ს მკურნალობის შედეგად განვითარებული სექსუალური დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ნარკომანიითა ქრონიკული ალკოჰოლიზმით განპირობებული ერექციული და ეაკულაციური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

 

 

 

ქალებში:

 

  • ანორგაზმია(სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა ან გაძნელება);
  • დისპარეუნია (ტკივილის შეგრძნება სქესობრივი აქტისას);
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება(დაკავშირებული ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან, ჰიპოგონადიზმთან, შაქრიან დიაბეტთან და სხვა ნეირო-ენდოკრინულ დაავადებებთან);
  • საშუალო ასაკის ქალებში კლიმაქტერული სინდრომით განპირობებული სექსუალური დისფუნქციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ვაგინიზმის (სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობა ქალის საშოსა და მცირე მენჯის კუნთების სპასტიური შეკუმშვის შედეგად) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

 

ცოლ-ქმრული და პარტნიორული წყვილის პრობლემები

  • სექსუალური დისჰარმონიის (ცოლ-ქმრული წყვილის სექსუალური შეუთავსებლობის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კერძოდ მამაკაცის უშვილობის კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სპერმის ხარისხის გაუმჯობესება;

 

პროფესორი ზ. მარშანია ასევე აწარმოებს ქალებისა და მამაკაცების კონსულტირებას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

Advertisements