პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილება

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სექსუალური დარღვევების მკუნალობას, მხოლოდ სექსოლოგიაში სერტიფიცირებული და არა სხვა დარგის ექიმები უნდა აწარმოებდნენ!

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი  ზურაბ მარშანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ექიმი  სექსოლოგია (Pdf ფაილი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლით იხ. ქვემოდ).

1987 წელს მოსკოვის მ.ფ. ვლადიმირსკის სახ. საოლქო სამეცნიერო-კვლევით კლინიკურ ინსტიტუტში ზ. მარშანიამ  წარმატებით დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია (Pdf ფაილი დიპლომის ასლით იხ. ქვემოდ).

1988 წელს იგი იყო სტაჟირებაზე  მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებულ სექსოპათოლოგიის საკითხების საკავშირო სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში (Pdf ფაილი დოკუმენტის ასლით იხ. ქვემოდ).

2005 წელს  ზ. მარშანიამ წარმატებით გაიარა მომზადება  შვეიცარიაში (ქ. ჟენევა), მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციასა და   ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სექსუალური ჯანმრთელობის კვლევის (Sexual Health Research) მიმართულებით (Pdf ფაილი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლით იხ. ქვემოდ).

წლების განმავლობაში ზ. მარშანია კითხულობდა ლექციებს საზღვარგარეთისა (უკრაინა, ესტონეთი) და საქართველოს უნივერსიტეტებში. ამჟამად იგი არის ილიას სახ. უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და სათავეში უდგას სექსოლოგიის მიმართულებას.

2012 წლიდან ზ. მარშანია „საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების“ პრეზიდენტია. 2014 წელს ზემოთ აღნიშნული საზოგადოება „ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების“ 

(European Society for Sexual Medicine – ESSM) ეროვნული ასოცირებული წევრი გახდა (National Affiliated Society – NAS).

2010-2014 წლებში  ზ. მარშანიამ მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთ (ესპანეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, თურქეთში, უნგრეთში, სლოვენიაში) სამედიცინო სექსოლოგიის საკითხებზე  გამართულ მრავალ სამეცნიერო-სამედიცინო კონფერენციების მუშაობაში.  გააკეთა მოხსენებები და წაიკითხა საჯარო ლექციები ქალისა და მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე (ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევები, ვაგინიზმი, მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი, სქესობრივი დარღვევები შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს და მრავალი სხვა).

2013 წლის 15 მაისს ზურაბ მარშანია საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად იქნა არჩეული სპეციალობით „მედიცინა“.

საექიმო სერტიფიქატი

სამეცნიერო ხარისხის დიპლომი

Jeneva SEXOLOG Certificate

Г.С.Васильченко-Специализация

სერთიფიკატი – საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია