სექსოლოგიური დახმარების ფორმები

პროფესორი  ზ. მარშანია, სამედიცინო სექსოლოგიის უკანასკნელ მიღწევებზე დაყრდნობით ეფექტურად დაეხმარება ქალებსა და მამაკებს ისეთ ქვემოდ ჩამოთვლილ შემთხვევებში, როგორებიცაა:

ქალებში

  • ვაგინიზმი (სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობა ტკივილის გამო ქალის საშოსა და მცირე მენჯის კუნთების სპასტიური შეკუმშვის შედეგად და ასევე სქესობრივი აქტისა და დეფლორაციის ანუ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის შიში);
  • „პირველი საქორწინო ღამის“ შიში და სხვა ფსიქოგენური პრობლემები;
  • ანორგაზმია ( სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა ან გაძნელება);
  • დისპარეუნია  (ტკივილის შეგრძნება სქესობრივი აქტისას);
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (დაკავშირებული ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან, ჰიპოგონადიზმთან, შაქრიან დიაბეტთან და სხვა ნეირო-ენდოკრინულ დაავადებებთან);
  • კლიმაქტერული სინდრომით განპირობებული სქესობრივი დარღვევები.
  • ცოლ-ქმრული ან პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია (შეუთავსებლობა);
  • დევიანტური ქცევა (სექსუალური გადახრები);
  • სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირება.

მამაკაცებში

  • სექსში წარუმატებლობის შიშით („მოლოდინის ნევროზით“) ანუ ფსიქოგენური ფაქტორით განპირობებული ერექციის დარღვევა და „პირველი საქორწინო ღამის“ სხვა პრობლემები;
  • მეტაბოლური სინდრომით (ნივთიერებათა ცვლის დარღვევით) განპირობებული ერექციული დისფუნქცია;
  • შაქრიანი დიაბეტით განპირობებული ერექციული დარღვევები;
  • ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის დანთხევა ერთ წუთზე უფრო მალე);
  • ეაკულაციის (სპერმის დანთხევა) გაძნელება;
  • ანეაკულატორული სინდრომი (სპერმის დანთხევის შეუძლებლობა);
  • ჰეპატიტი “C”-ს მკურნალობის (ინტერფერონოთერაპიის) შედეგად განვითარებული სექსუალური დისფუნქციები;
  • პროსტატაზე ქირურგიული ოპერაციების შემდგომი ერექციული და ეაკულაციური დარღვევები;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (დაკავშირებული მამაკაცის ხნოვანობის სინდრომთან, ჰიპოგონადიზმთან და სხვა ნეირო-ენდოკრინულ ფაქტორებთან);
  • ნარკომანიითა ქრონიკული ალკოჰოლიზმით განპირობებული ერექციული და ეაკულაციური დარღვევები;
  • მამაკაცის უნაყოფობა;
  • ცოლ-ქმრული ან პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია (შეუთავსებლობა);
  • დევიანტური ქცევა (სექსუალური გადახრები);
  • სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირება.

ამ ბლოგის მეშვეობით პროფესორი ზურაბ მარშანია ასევე აწარმოებს უფასო ონ-ლაინ კონსულტაციებს (საღამოს  საათებში უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა). ანონიმურობა ონ-ლაინ კონსულტაციის დროს უზრუნველყოფილია, ვინაიდან მიმდინარეობს ნიკ-ნეიმების მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში ონ-ლაინ კონსულტაციის შემდეგ, თქვენი მზადყოფნის შემთხვევაში ზ. მარშანია დაგინიშნავთ კონსულტაციის დღეს და საათს, რისთვისაც აუცილებელია მასთან ტელეფონით დაკავშირება. ონ-ლაინ კონსულტაციისათვის საკმარისია შეხვიდეთ ამ საიტზე დააჭეროთ „ფანჯარაზე“ სახელწოდებით „კითხვა-პასუხი“ გააგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინება ექიმისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ონ-ლაინ კონსულტაცია გასაგები მიზეზების (პირველ რიგში დროის დეფიციტის გამო) ვერ იქნება ყოვლისმომცველი, იმედია, რომ ის მაინც სასარგებლო გამოდგება თქვენთვის. თუმცა არ იქნებოდა სწორი მისი არადანიშნულებისამებრ და არაკორექტულად გამოყენებაც, რაც შესაბამისი ონ-ლაინ ადრესატის დაუყოვნებლივ დაბლოკვას გამოიწვევს.