ჩემ შესახებ

ზურაბ მარშანია დაიბადა 1956 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. არის ექიმი სექსოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (დისერტაცია დაიცვა ქ. მოსკოვში 1987 წელს). ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა  საქართველოსა (იყო ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანდროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი)  და საზღვარგარეთის (მ.ფ. ვლადიმირსკის სახელობის მოსკოვის საოლქო სამეცნიერო-კვლევითი კლინიკური ინსტიტუტი) წამყვან კლინიკებში.  გადიოდა სტაჟირებას საზღვარგარეთის სამედიცინო-აკადემიურ ცენტრებსა (სექსოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერ-მეთოდური ცენტრი ქ. მოსკოვი და ჟენევის უნივერსიტეტი) და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში. სამედიცინო პრაქტიკასთან ერთად ზ. მარშანია  აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. იგი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სექსოლოგიის პროფესორი, სადაც კითხულობს სალექციო კურსს ფსიქოსექსოლოგიაში. პროფესორი ზ. მარშანია წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში (ი.ი. მეჩნიკოვის სახ. ოდესის ნაციონალური უნივერსიტეტი, ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტალინის ევროაკადემია). ზ. მარშანია ორი მონოგრაფიის ავტორია. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ავსტრიის, შვედეთის, ესტონეთის, უკრაინისა და საქართველოს ჟურნალებში გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი სექსოლოგიის, ანდროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სხვა სფეროებში. ასევე აქვს გამოაქვეყნებული მრავალი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ხასიათის ნაწარმოებები საქართველოსა და საზღვარგარეთის  ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ თუ ინტერნეტ-გამოცემებში   2013 წლის მაისიდან პროფესორ ზ.მარშანიას რადიო „იმედ“-ზე (FM 105,9), მიჰყავს (თანაწამყვანთან ერთად) სამედიცინო სექსოლოგიის  საკითხებისადმი მიძღვნილი  საკუთარი საავტორო გადაცემა „აკრძალული ხილი“. 2012 წლიდან . მარშანიასაქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებისპრეზიდენტია. 2014 წელს ზემოთ აღნიშნული საზოგადოებაევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების“ (European Society for Sexual Medicine – ESSM) ეროვნული ასოცირებული წევრი გახდა (National Affiliated Society – NAS). 2010-2017 წლებში  . მარშანიამ მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთ (ესპანეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, თურქეთში, უნგრეთში, სლოვენიაში) სამედიცინო სექსოლოგიის საკითხებზე  გამართულ მრავალ სამეცნიეროსამედიცინო კონფერენციების მუშაობაში.  გააკეთა მოხსენებები და წაიკითხა საჯარო ლექციები ქალისა და მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე (ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევები, ვაგინიზმი, მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი, სქესობრივი დარღვევები შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს და მრავალი სხვა). 2013 წლის 15 მაისს ზურაბ მარშანია საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად იქნა არჩეული სპეციალობითმედიცინა“.

Advertisements